ხულიგნობისთვის გასამართლებული ზურაბ ჩხეიძე შს.ს-გან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

17 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ხულიგნობის ბრალდებით გასამართლებული ზურაბ ჩხეიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. – ამის შესახებ ბრალდებულმა დღეს “თაიმერის” პრეს-კლუბში განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავ უწყებას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. “შს სამინისტროსგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ, როგორც გაასაჯაროეს ეს ფაქტი და ჩემი დაკავება, ასევე საჯაროდ მომიხადოს ბოდიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა შემთხვევაში ჩემი უფლებების დარღვევისთვის სასამართლოს მივმართავ”. – განაცხადა ჩხეიძემ.

 

 

Related posts