შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მაშველებმა მოზარდი ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.

უწყების ცნობით, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.