“მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 1 500- 3 000-ის ფარგლებში მერყეობს და შეინიშნება კლების ტენდეცია, რაც ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელ ინდიკატორებშიც ჩანს.„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდეცია გაგრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა.„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს.ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუსტერიზირებულ მოსახლეობაში „ომიკრონის“ შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვაქვს, ვიდრე იგივე არაცრილებში ან ორჯერ აცრილებში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიმართეთ აცრის პუნქტებს და აიცერით“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

135 ნახვა
desktop
mobile catfish