შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ე.წ.ლამინირებული პირადობის ID ბარათით ჩანაცვლების აქციით პირველივე დღეს 1 625-მა მოქალაქემ ისარგებლა

არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქციით პირველივე დღეს 1 625-მა მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიის სახლი აქვეყნებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

ცნობისათვის, აქცია დღეიდან, 15 მარტიდან დაიწყო.