შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავარია კახეთში – დაღუპულია სკოლის პედაგოგი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის ქალი.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ,ქალაქ დედოფლისწყაროში მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი მართავდა, მოცურდა და ბოძს შეეჯახა.

მიღებული ტრავმებით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, დედოფლისწყროში წვიმა და ნისლია, რაც ხილვადობას ართულებს და შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა, სწორედ უამინდობას უკავშირდებოდეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.