შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ამ დროისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 19 400-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკას აქვეყნებს.

2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედური სტატისტიკის თანახმად, რომელიც 22 მარტის 10:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს მოიცავს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 2 700 -ზე მეტმა შეავსო.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე: ww.naec.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას“,- ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 4 მარტის 10:00 საათიდან დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.