ჯანმო: პანდემია 15 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 15 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ამის შესახებ BBC ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნების მიერ მიწოდებული ოფიციალური მონაცემებით, პანდემიამ 5,4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ჯანმოს ცნობით კი კორონავირუსმა 14,9 მილიონი ადამიანი შეეწირა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბევრმა ქვეყანამ გარდაცვალების სტატისტიკა შეამცირა. მაგალითად, ინდოეთმა, სადაც ორგანიზაციის მონაცემებით, 4,7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა – ათჯერ მეტი ვიდრე ქვეყნის ოფიციალურ სტატისტიკაში.

ჯანმოს მონაცემები ე.წ. გადამეტებულ გარდაცვალებებს ეყრდნობა, რომელიც პანდემიამდე რეგიონში მოსალოდნელ სიკვდილიანობას ასახავს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა.

1,500 ნახვა
desktop
mobile catfish