რობერტა მეცოლა: ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის

ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ევროპის კონტინენტზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა მეცოლამ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.

128 ნახვა
desktop
mobile catfish