შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საწვავი გაძვირდა – რა ფასად იყიდით გასამართ სადგურებზე საწვავს?

საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავმა გაძვირება დაიწყო.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება. ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა სახეობები დაახლოებით 2-5 თეთრით გაძვირდა.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო კვირებში არ შეცვლილა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი – ₾3.63;
ნანო პრემიუმი – ₾3.17;
ნანო ევრო რეგულარი – ₾2.98;
ევრო 5 დიზელი – ₾3.24;
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.33;
LPG – ₾1.55
CNG ბუნებრივი აირი – ₾1.60

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს 5 აპრილს რამდენიმე თეთრით გაძვირდა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლია:

ეკო სუპერი – ₾3.69, ზრდა – 2 თეთრი;
ეკო პრემიუმი – ₾3.24, ზრდა – 5 თეთრი;
ეკო დიზელი – ₾3.37, ზრდა – 2 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾3.32, ზრდა – 2 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.04, ზრდა – 5 თეთრი;
დიზელ ენერჯი – ₾3.27, ზრდა – 2 თეთრი;

ვისოლ გაზი – ₾1.64;


Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 2 აპრილს შეცვლილი ფასის შემდეგ დღეს – 9 აპრილს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4 თეთრით გაძვირდა. შედეგად საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი – ₾3.73;
G-Force პრემიუმი – ₾3.27;
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.17;
ევრო-რეგულარი – ₾3.07;
G-Force ევრო დიზელი – ₾3.39;
ევრო დიზელი – ₾3.29;

გაზი – ₾1.69;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში მათ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასები დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.

Rompetrol-ს ქსელში საწვავის ღირებულება დღეისთვის ასეთია:

Efix სუპერი – 3.69 ლარი;

Efix ევრო პრემიუმი – 3.25 ლარი;

ევრო რეგულარი – 3.11 ლარი;

Efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი;

ევრო დიზელი – 3.29 ლარი;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Super Ecto – ₾3.58;

Premium Avangard – ₾3.10;

Euro Regular – ₾2.93;

Euro Diesel – ₾3.25;

Portal-ის გასამართ სადგურებში კი საწვავის ფასი ასეთია:

Premium – ₾2.95;

Euro Regular – ₾.2.75;

Euro Diesel – ₾3.44;

Effect Diesel – ₾3.40;

Diesel – ₾2.90;