ერდოღანმა და პუტინმა განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები გაააქტიურებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარეები გაააქტიურებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში.

დღეს სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები გამართეს.

„ამჟამინდელი რეგიონული და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო ნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, გააძლიერონ ვაჭრობა და ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, გაამართლონ მოლოდინები ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში.

247 ნახვა
desktop
mobile catfish