ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა – უახლესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, 4 სექტემბრის ღამიდან ამინდი შეიცვლება.

მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ძლიერი წვიმა და სეტყვა.

ასევე ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი 5 სექტემბერსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე დაიკლებს, ქარის კი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში. დღის განმავლობაში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს.

4-5 სექტემბერს კი ტემპერატურა დაიკლებს და +18 +30 გრადუსის ფარგლებში იქნება, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი, რომელიც პერიოდულად 17-22მ/წმ-დე გაძლიერდება.

3-4 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ტემპერატურა +38 გრადუსი იქნება.  5 სექტემბერს თბილისში ტემპერატურა +33 გრადუსამდე შემცირდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება  20-25მ /წმ-მდე.

590 ნახვა
desktop
mobile catfish