თეა წულუკიანი საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე: არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს

ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე კონტროლი ყველა საჭირო პროცედურის დაცვით მიმდინარეობს და „არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს“.

„ყველა უწყება, რომელსაც საზღვრის დაცვა, საბაჟო წესების კონტროლი ან სხვა პროცედურა ეხება ჩვენს საზღვრებთან დაკავშირებით, მობილიზებული და სრულ კოორდინაციაშია. შესაბამისად, არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, გასაგებია, რომ ჩვენი ოპოზიციური ძალები, რბილად ვიტყვი, ამ არცთუ ისე მარტივი მდგომარეობისგან, ცდილობენ, რომ სკანდალი შექმნან“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ უსაფრთხოების ზომები მიღებულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაყოფების რაოდენობა გაზარდა, პროცესში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. საზღვრის ჩაკეტვა არ იგეგმება.

197 ნახვა
desktop
mobile catfish