2023 წელს სოცდაუცველთა დასაქმებაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება – აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, 2023 წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე 80 მლნ ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს კი, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროგრამაზე 40 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. “80 მლნ ლარია გათვლილი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამაზე. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს”, – განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს მთავრობამ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმება 4 წლის განმავლობაში აღარ იგეგმება.პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა.

134 ნახვა
desktop
mobile catfish