შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ანაზღაურებადი სტაჟირება  ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურში

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” საინფორმაციო სამსახური აცხადებს სტაჟიორების მიღებას 3 თვიან, ანაზღაურებად, სასწავლო-პრაქტიკულ კურსებზე, დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟიორები შეისწავლიან სიუჟეტების მომზადებას, ვიდეო გადაღებას, კომპიუტერულ სამონტაჟო პროგრამებს, და ამასთანავე, მიიღებენ სახელფასო ანაზღაურებას.

სტაჟიორები პირადად შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს მოამზადებენ სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებს, რომლებიც გადაიცემა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” ეთერში და გამოქვეყნდება ინტერნეტში, “თრიალეთის” სოციალურ გვერდებზე.

სამი თვის გასვლის შემდეგ, ან უფრო ადრე, გამორჩეული სტაჟიორები დასაქმდებიან ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთში”.

მსურველებმა, გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trialeti@trialeti.ge  ან დაგვიკავშირდით ტელეკომპანია “თრიალეთის” ოფისში. მისამართი: ქ. გორი. ჭავაჭავაძის ქ. #45.