"რუსეთი ყველა ბრძოლას, რომელსაც აწარმოებდა ანექსიური და ექსპანსიური დაპყრობისთვის გეორგიევსკის ლენტის ქვეშ მიმდინარეობდა"

“რუსეთი ყველა ბრძოლას,  რომელსაც აწარმოებდა ანექსიური და ექსპანსიური დაპყრობისთვის   გეორგიევსკის ლენტის ქვეშ მიმდინარეობდა და სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ საბჭოთა  სიმბოლიკად” -ასე ეხმაურება რუსული სიმბოლიკით და ე.წ. გეორგიევსკის ლენტით გორში  ავტომანქანების გადადგილებას  “ადამიანის უფლებათა ცენტრის” რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსი მერებაშვილი.  მისი თქმით პარლამენტის მიერ მიღებული “თავისუფლების ქარტიის” მოთხოვნის შესაბამისად სპეციალურმა კომისიამ უნდა მიიღოს ზომები.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისუფლების ქარტიის მიხედვით უნდა შექმნას კომისია, რომელიც იმსჯელებს საბჭოთა სიმბოლიკების სახეობების  და მათი აკრძალვის შესახებ. რომლის შემდეგ ამოქმედდება  თავისუფლების ქარტიით გათვალისწინებულ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც საბჭოთა სიმბოლიკებით გადაადგილდება ქვეყნის ტერიტორიაზე.  პირველ ჯერზე ეს არის გაფრთხილება,  მეორეთი კი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. თუმცა შექმნილია თუ არა ეს საბჭო ამ ეტაპზე უცნობია”- განუცხადა “თრიალეთს” “ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის ორგანიზაციის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა


 

Related posts