სამართალდამცავებმა მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილი და ქრთამის აღების ფაქტზე მხილებულია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული. ყველა მათგანი ამჟამად დაკავებულია. დაკავებულთა შორის არის  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე. ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება ანალოგიურ და სხვა კორუფციულ სქემებში ჩართული საჯარო მოხელეების მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. –ნათქვამია შ.ს.-სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

Related posts