გერმანიაში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქესთან ერთად რუსეთის მოქალაქეც დააკავეს. დაკავებულებმა ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთ პარფიუმერიულ მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინეს. მათ სუნამოები ქურთუკების შიდა ჯიბეებში დამალეს, თუმცა მათი ეს ქმედება დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.
ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე აღიძრა.
პოსტი ნახა: 200