თურქეთიდან, საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების, მედიკამენტების იმპორტი 2023 წლის იანვარ-ივლისში 48.2%-ით გაიზარდა.
2022 წლის 7 თვეში საქართველომ თურქეთისგან 37.7 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 78.2 მლნ აშშ დოლარის მედიკამენტები.
რაც შეეხება ზოგად მონაცემს, წელს მედიკამენტების იმპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია. გასულ წელს საქართველომ 234.3 მლნ აშშ დოლარის სამკურნალო საშუალებები იყიდა, მიმდინარე წელს კი, 307.7 მლნ აშშ დოლარის.
,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, კიდევ სად ყიდულობს საქართველო წამლებს. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- თურქეთი – 78.2 მლნ აშშ დოლარი
- შვეიცარია – 39.2 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია – 32.2 მლნ აშშ დოლარი
- უნგრეთი – 20.5 მლნ აშშ დოლარი
- საფრანგეთი – 18.7 მლნ აშშ დოლარი
- ინდოეთი – 11.6 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი – 11.3 მლნ აშშ დოლარი
- სლოვენია – 10.5 მლნ აშშ დოლარი
- ლიეტუვა (ლიტვა) – 7.5 მლნ აშშ დოლარი
- იტალია – 7 მლნ აშშ დოლარი
შეგახსენებთ, თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის 2022 წლის იანვარში გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს