ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, დილის მდგომარეობით, 300-ს მიაღწია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი – კრიტიკულ მდგომარეობაში.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.
პოსტი ნახა: 312