ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლით( ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა) დაიწყო.
პოსტი ნახა: 732