უცხოეთში ოფიციალურად საქართველოს 27 291 მოქალაქეა რეგისტრირებული, საიდანაც სრულწლოვანია 23 281, არასრულწლოვანი კი 4 010 – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ.
სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში – 7 569, მეორე ადგილზეა საბერძნეთი – 4 048, სამეულში შედის უკრაინა, სადაც 2024 წლის აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულია საქართველოს 2 652 მოქალაქე.
ათეულში შედიან:
- გერმანია – 1 917 მოქალაქე
- ესპანეთი – 1 475 მოქალაქე
- აშშ – 1 407 მოქალაქე
- საფრანგეთი – 1 118 მოქალაქე
- ისრაელი – 1 070 მოქალაქე
- თურქეთი – 731 მოქალაქე
- ბელგია – 710 მოქალაქე
სააგენტოს პასუხის შესაბამისად, 1 118 მოქალაქის შემთხვევაში ქვეყანა მითითებული არ არის.
საქართველოს თითო-თითო მოქალაქე რეგისტრირებულია კოლუმბიაში, მალტაში, ლუქსემბურგში, სლოვენიასა და ტაჯიკეთში.
პოსტი ნახა: 187