შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

არსებული ცნობით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და გუშინ თანატოლებთან ერთად საბანაოდ მდინარეზე წავიდა. მდინარის ნაპირზე ნახეს მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის მისი ტანსაცმელი. მოზარდის ახლობლებმა შესაბამის უწყებაში მას შემდეგ დარეკეს, რაც ბიჭი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოჩნდა და მასთან დაკონტაქტება შეუძლებელი იყო.