მთავარი თემაა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს და ამისთვის ნებისმიერი საკითხს გამოიყენებენ – აქცია პანიკის შექმნას ემსახურება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნათია თურნავას ბრძანების შემდეგ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
კითხვაზე: გამორიცხავს თუ არა, რომ ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს? – ვოლსკი ამბობს, რომ “არ სურს, ჰქონდეს რწმენა, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს“.
„გამოვრიცხავ იმას, რომ უსამართლოდ მოგექცევა ვინმე მაშინ, როცა ასეთი სერიოზული საკითხია, არ მინდა ასეთი რწმენა მქონდეს, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ თქვენ და ნებისმიერი სხვა ეცდება საბანკო სექტორის მიმართ გაჩნდეს ისეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ შეიქმნას პანიკა და ამ პანიკის შექმნას ემსახურება ყველა აქცია, რომელსაც თქვენ გეგმავთ,“- განაცხადა ვოლსკიმ.