შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გიორგი ვაშაძე – ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ – გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი

ერთად დგომა მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ – გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იმყოფება და ამიტომ, მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს იძლევა იმისა, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ეს შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ჩვენ „ერთიანობა“, როგორც გაერთიანება და ვფიქრობთ, რომ მეტი კონსოლიდაცია და მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს გვაძლევს იმის, რომ „ქართული ოცნება“, ძალა, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. დღეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ იმყოფება ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ გავერთიანდით, ამიტომ ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ და ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს. მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთად დგომა და რაც შეიძლება მეტი კონსოლიდაცია. აქედან გამომდინარე, თქვენ ჩვენთან კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ და ჩვენ, ერთიანობის ბლოკი, რომლის სიმბოლო არის ხელის ჩამორთმევა, გვინდა, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი,“ – განაცხადა ვაშაძემ.