შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გიორგი სარდალაშვილი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა შორის საქართველოს ნაკრების სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი ასპარეზობს.

სარდალაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ისრაელის სახელით მოასპარეზე იამ ვოლჩაკი დაამარცხა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ძიუდოისტი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთვება.