შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა.

მან მერვედფინალში მასპინძელ, იაკოპო ბერეტინის ორ სეტში – 6:3, 6:3 აჯობა.

საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს ეისი არ ჰქონია და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო იტალიელს ერთი ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მეოთხედფინალში ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შეხვდება. ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 443-ე ადგილზეა.