შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.

„ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”- ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.