შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერი – 26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ოფიციალური მოწვევა გაეგზავნათ

26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის.

„26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება შედეგები, ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საარჩევნო პროცესში. 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს და „ქართული ოცნება“.

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველო ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის. დარწმუნებულები ვართ, ხალხის მხარდაჭერით მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი“, -აღნიშნა პრემიერმა.