2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზე ფასიც 2023 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად შემცირდა:
- მზესუმზირის ზეთი – 43.6%-ით
- წიწაკა – 42.9%-ით
- მარგარინი – 21%-ით
- ლიმონი – 17.8%-ით
- ნიგოზი – 13.2%-ით
- ქათმის ბარკალი – 10.2%-ით
- ხორბლის ფქვილი 0 9.9%-ით
- მანანის ბურღული – 9.6%-ით
- პური – 9.5%-ით
- მარილი – 9.4%-ით
პოსტი ნახა: 449