საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games 2023) აქტიურად ემზადება.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხედროები წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ.
„ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები, 22 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, 2 გუნდურ და 6 ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში იასპარეზებენ. ჯარისკაცები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან მშვილდოსნობაში, ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში.
„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან, გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინცი ჰარის პატრონაჟით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროების გუნდების მონაწილეობა ყოველთვის უმაღლესი სინჯის მედლებით ფასდება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.