შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრო ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს.

ილია დარჩიაშვილი სამიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.