საქართველოში შაქრის იმპორტის მოცულობა განახევრდა. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში 6,415 ტონა შაქრის (4,049 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 12,486 ტონა შაქარი (6,034 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) შემოვიდა.
,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერსდა, სად იყიდა საქართველომ მიმდინარე წლის მარტში პროდუქტი:
აზერბაიჯანი – 3 316 ტონა ( 2,063 მლნ აშშ დოლარი)
პოლონეთი – 3 078 ტონა (1,923 მლნ აშშ დოლარი)
საფრანგეთი – 13, 7 ტონა ( 37.7 ათასი აშშ დოლარი)
თურქეთი – 5.2 ტონა ( 20 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი – 1.4 ტონა (1 800 აშშ დოლარი)
1 ტონაზე ნაკლები მოცულობის შაქარის იმპორტი კი, ბელგიიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ყველაზე მეტი შაქარი საქართველომ ბრაზილიიდან იყიდა, 9,500 ტონა. პოლონეთიდან – 1,206 ტონა, თურქეთიდან – 997 ტონა, ბელარუსიდან კი, 174 ტონა. წელს, ჩამონათვალში არც ბრაზილია და არც ბელარუსი აღარ არიან.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში, შაქარზე პანიკური შესყიდვები დაიწყო, რამაც პროდუქტზე დეფიციტი გამოიწვია.
წყარო: bpn.ge