შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დატბორილია სახლები, დაზინებულია სახურავები, მოგლეჯილია ხეები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.

სეტყვამ დააზიანა სასოფლო- სამეურნეო სავარგულებიც, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.

ზუსტად რა რა ზარალი მიაყენა გუშინდელმა სტიქიამ, უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებენ ზარალის დათვლას.