სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.9% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.
ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტმა 5 584 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა ( წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 11.1%), ხოლო იმპორტმა 14 028 მლრდ აშშ დოლარი (2022 წლის 11 თვესთან შედარებით ზრდა 16.1%).