სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მე-11 კლასელი ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბიჭი გოგონას ჩვენების საფუძველზე აიყვანეს.
არსებული ცნობით, ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა.
შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც ცნობილია, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
პოსტი ნახა: 142