შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა – რომელ ადგილზე გავიდა ქართველი სპორტსმენი?

პარიზის ოლიმპიადაზე 15 წლის დებიუტანტმა ანა ნიჟარაძემ იასპარეზა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

ახალგაზრდა სპორტსმენი 100 მეტრზე ცურვაში იღებდა მონაწილეობას, ანამ 1:02.85 დააფიქსირა და თავის ჯგუფში, სადაც 8 მოცურავე იყო, მეხუთე ადგილზე გავიდა.

საბოლოო ჯამში, 32 სპორტსმენს შორის ანა ნიჟარაძემ 28-ე პოზიცია დაიკავა, რითაც კვალიფიკაცია ვერ დაძლია.

შეგახსენებთ, რომ ანა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყველაზე პატარა წევრია.