შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 31 ივლისს, ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 31 ივლისს, ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ჩუმლაყსა და ყიტაანს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით 31 ივლისს, 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს – ჩუმლაყსა და ყიტაანს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.