შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საგარეო უწყება ევროკავშირის წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროში მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებას ეხება.

„2024 წლის 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები“ , – ნათქვამია უწყების განცხადებაში.