შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალში გრიგალაშვილმა ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

პირველ წრეში ტატო გრიგალაშვილმა მოლდოველი მიხაელ ლატისევი დაამარცხა. მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს. მერვედფინალში კი ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.