საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს – ჩინეთს 6% ასახელებს
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს – ჩინეთს 6% ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის ევროკავშირს და აშშ-ს თვლის.
კერძოდ, კითხვაზე, აღნიშნული ქვეყნებიდან რომელს თვლით ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად საქართველოსთვის?
ევროკავშირი – 51%
აშშ – 32%
აზერბაიჯანი – 19%
უკრაინა – 17%
თურქეთი – 16%
სომხეთი – 9%
რუსეთი – 9%
დიდი ბრიტანეთი – 9%
ისრაელი – 7%
ჩინეთი – 6%
ირანი – 1%
არცერთი – 8%
არ ვიცი – 8%
აღნიშნული ქვეყნებიდან რომელს თვლით საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად?
ევროკავშირი – 43%
აშშ – 31%
თურქეთი – 28%
აზერბაიჯანი – 24%
რუსეთი – 16%
ჩინეთი – 12%
უკრაინა – 12%
სომხეთი – 8%
ისრაელი – 5%
დიდი ბრიტანეთი – 5%
ირანი – 1%
არცერთი – 5%
არ ვიცი – 9%
კითხვაზე, აღნიშნული ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს?
რუსეთი – 77%
თურქეთი – 12%
აშშ – 9%
ირანი – 6%
ჩინეთი – 4%
სომხეთი – 4%
აზერბაიჯანი – 4%
უკრაინა – 3%
ევროკავშირი – 2%
ისრაელი – 1%
დიდი ბრიტანეთი – 1%
არცერთი – 3%
არ ვიცი – 9%
აღნიშნული ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს?
რუსეთი – 69%
თურქეთი – 11%
აშშ – 6%
ჩინეთი – 5%
უკრაინა – 3%
ირანი – 3%
აზერბაიჯანი – 2%
ევროკავშირი – 2%
სომხეთი – 2%
დიდი ბრიტანეთი – 1%
ისრაელი – <1%
არცერთი – 4%
არ ვიცი – 16%
მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს?
გამოკითხულთა 33% სრულად მხარს უჭერს, 24% გარკვეულწილად უჭერს მხარს, 7% გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 33% კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 5% არ იცის/თავს იკავებს.
აღნიშნულ კითხვაზე რესპოდენტები ასე გადანაწილდა: ყველაზე მეტი 41%, რომელიც სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგს 56+ ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს. ყველაზე მეტი, 44%, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება 18-35 ასაკობრივი ჯგუფია. მამაკაცების 36% და ქალების 30% სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგს. ყველაზე მეტი წინააღმდეგი, 40% ურბანულ დასახლებებს წარმოადგენს.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.