საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია.
საქსტატის თანახმად, აპრილში წელთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
სტატისტიკის მიხედვით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.