ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის პრეზიდენტის მიერ კორუფციის საქმეზე მისი შეწყალების შემთხვევაში, პოლიტიკას არ დატოვებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის პრეზიდენტის მიერ კორუფციის საქმეზე მისი შეწყალების შემთხვევაში, პოლიტიკას არ დატოვებს

9 საათში
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 27

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი შეწყალების შემთხვევაში პოლიტიკას არ დატოვებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მას კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში შეწყალებას გამოუცხადებს, პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეწყალება სთხოვა. ისრაელში შეწყალება, როგორც წესი, მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც სასამართლო პროცესი დასრულდება და ბრალდებული გასამართლდება. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პროცესში შეწყალების პრეცედენტი არ არსებობს. ნეთანიაჰუმ ბრალდებები არაერთხელ უარყო და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე