ევროკავშირი ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა, სხვა გზა მონობამდე მიდის - პრეზიდენტი

ევროკავშირი ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა, სხვა გზა მონობამდე მიდის - პრეზიდენტი

08-11-2023 12:57
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ევროკავშირი ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა, სხვა გზა მონობამდე მიდის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია. 

ილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულენო, გილოცავთ აქ მყოფებს და მათ, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, ვინც ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფებით. ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა, ეს დღეს თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ეს დღე ილიასია, რადგან სიმბოლურია რომ დღეს მისი დაბადების დღეა. აკაკისია, ვაჟასია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ეს დღე ზვიადის და მერაბისია. ეს დღე ასევე ზურა ჟვანიასია და ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, ვინც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ყველაზე მეტად ეს თქვენი დღეა, რამეთუ ქართველმა ხალხმა თავის თქვა და არ უყოყმანია ამ გზაზე. ეს ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა მონობამდე და საკუთარი თავის დაკარგვამდე მიდის და ეს ქართველ ხალს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებ იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო და ვინც ამ ქვეყნის ოკუპაციას ტრაგიკულად ემსხვერპლა მათი დღეა. ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა, დღეს სინამდვილეში აქ არიან, იმიტომ რომ ისინი ამისთვის იბრძოდნენ, მინდა მათ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ, რადგან მათ პატივი მივაგოთ, ამ დღეს, ამ სიხარულში". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პოსტი ნახა: 194


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!