იყავით ფრთხილად! - მეტეოროლოგი მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

იყავით ფრთხილად! - მეტეოროლოგი მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

31-05-2024 04:16
კატეგორიები: საინტერესო ამბები

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე მოსახლეობას აფრთხილებს.

„საქართველოში უახლოეს დღეებში მეტეო სიტუაცია კვლავ არასტაბილური რჩება, ამ არამდგრადობის ფონზე მოვიდა დღეს ზოგან ძლიერი სეტყვა და შეიქმნა ამინდის ექსტრემალური პირობები.

სწრაფად წარმოშობილი კონვექციური ღრუბლები, არც მომდევნო დღეებში იქნება იშვიათი ამბავი.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ძირითადად დღის მეორე ნახევარში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა, ასევე ელჭექი, ნალექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე (შკვალური) გაძლიერება.

მოსალოდნელია სტიქიური პროცესების გააქტიურება, განვითარება! იყავით ფრთხილად. გისურვებთ მშვიდობას და სიწყნარეს“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

პოსტი ნახა: 2120


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!