ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი-როგორც ახლა დაიგეგმა პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიდ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითიც მიცემა,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.
მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებს.
„ რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.