თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ტრაილერი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაშავდა.
მომხდარის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.