საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩნსკიმ ორბელიანის სასახლის წინ საზოგადოებისთვის მიმართვის დროს იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაყოფის დასრულებას.
დღეს, როცა ყველანი ერთად ვგლოვობთ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მე ვიმედოვნებ, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება, ასევე წაახალისებს ოკუპირებული ტერიტორიებს, რომ მიუახლოვდეს დანარჩენ ქვეყანას და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიის ტრაგიკული დაყოფის დასრულებას - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.