ბულგარეთი დღის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების შესვლას შეაჩერებს , – ამის შესახებ ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, ანტონ ზლატანოვმა განაცხადა.
“ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ხუთშაბათიდან გუშინდელ დღემდე. დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლომდე ჩვენს ქვეყანაში რუსული ავტომობილების შემოსვლის აკრძალვა დაიწყება”, – განაცხადა ზლატანოვამ.
შეგახსენებთ, რუსეთში დარეგისტრირებული ავტომობილების საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა უკვე აკრძალა ბალტიის ყველა ქვეყანამ, ასევე პოლონეთმა, ფინეთმა და ნორვეგიამ. ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად მიიღეს.
პოსტი ნახა: 262