შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ახალი ნიშნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე – სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ

ახალი ნიშნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე – დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ.

ისინი საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა ტიპის უკანონო ინსტალაციის მონტაჟს ახორციელებენ. თითოეული მსგავსი ფაქტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტია.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ინციდენტის დაფიქსირებისთანავე, უწყებამ ევროკავშირის მიერ ოპერირებული ე.წ. ცხელი ხაზი გაააქტიურა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს აცნობა.

აღნიშნულ ქმედებას ქართული მხარე მკაცრად დააყენებს “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” შეხვედრების მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება.