შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჩვენ შესახებ

ტელეკომპანია "თრიალეთი"

ტელეკომპანია „თრიალეთი“ უწყვეტად მაუწყებლობს 1990 წლიდან.

ტელეკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რაიონების საკაბელო ტელევიზიებში და ასევე, Silk TV-ის, “მაგთი TV “-ის, “ახალი ქსელების”, MAR-TV-ის, “GlobalTV”-ის, ქსელში, ხოლო ინტერნეტში myvideo.ge-ს საშულებით.
„თრიალეთი“-ს მაუწყებლობა ღია საეთერო სიხშირეზე ვრცელდება, შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის და ახალგორის რაიონებში.
ტელეკომპანია “თრიალეთი”, გარდა გორის სტუდიისა, ასევე მაუწყებლობს თბილისის სტუდიიდან, სადაც მზადდება სხვადასხვა სახის გადაცემები.
საერთაშორისო და ადგილობრივი, რეიტინგების კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით, “თრიალეთი” რეგიონულ ტელევიზიებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს.

რადიო "თრიალეთი"

რადიო „ თრიალეთი “ 17 წელია შიდა ქართლის მასშტაბით, კონკურენტულ გარემოში ლიდერობას ინარჩუნებს, რასაც ადასტურებს არაერთი სოციალური გამოკითხვა.
რადიო “თრიალეთის” დაფარვის ზონა სცილდება შიდა ქართლს. რადიო მაუწყებლობს გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის რაიონებში, ცხინვალში, ახალგორში, ზნაურში და ასევე, ბორჯომის რაონის და თბილისის ნაწილში (თემქის დასახლება), FM 104,9 სიხშირეზე.
საეთერო მაუწყებლობის გარდა, რადიო “თრიალეთის” მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტით, საიტზე: www.trialeti.ge
მანქანებში, სახლებში, ოფისებში, კაფეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ ინტერნეტში, რადიო “თრიალეთი” ყველგანაა!
რადიო “თრიალეთს” უსმენს ყველა, ნებისმიერი ასაკის, მრავალფეროვანი სეგმენტი!
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.trialeti.ge